ხულოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

05 თებ 2026

ხულოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. დაგეგმილია მუნიციპალიტეტში როგორც ახალი პროექტების მშენებლობა, ისე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გათვალიწინებულია საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საზაფხულო იალაღებზე ელექტროფიკაცია, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაგეგმილია ასევე სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება. 

წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს აღემატება.