05 თებ 2026
ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA” საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი. გამოფენაში თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ძირითადად ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიები.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის.
მიმდინარე წელს გამოფენაში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.