რუსეთთან ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 55 ათასია - ზელენსკი

05 თებ 2026

უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის შედეგად ბრძოლის ველზე დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 55 ათასია.  

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ რიცხვს დაემატა „დიდი რაოდენობით ადამიანი“, რომლებიც ოფიციალურად დაკარგულად ითვლებიან. 

ზელენსკიმ გასული წლის თებერვალში, აშშ-ის სატელევიზიო არხ ენ-ბი-სი-სთან ინტერვიუში ომში უკრაინელთა დანაკარგი დაასახელა, და თქვა, რომ ბრძოლის ველზე 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.