05 თებ 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი X-ზე წერს, რომ აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებს ომანის დედაქალაქში ხვალ გამართავს. ამერიკულმა მხარემ მოგვიანებით დაადასტურა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს თეირანის სარაკეტო არსენალს და სხვა საკითხებს.
რაზეც ირანელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხება და რომ მისი სარაკეტო პროგრამა „არ განიხილება“.
თეირანი მიესალმება ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს, მაგრამ აშშ-ის დაჟინებული მოთხოვნამ არაბირთვული საკითხების განხილვაზე შესაძლოა მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნას.