აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა არიზონის შტატის ქალაქ ნოგალესში აშშ-მექსიკის საზღვარი მოინახულა

05 თებ 2026

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა არიზონის შტატის ქალაქ ნოგალესში აშშ-მექსიკის საზღვარი მოინახულა და სასაზღვრო კედელთან გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ  ტრამპის მიერ უსაფრთხოების სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ ისაუბრა. იგი არიზონას შტატში ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკისადმი გაზრდილი კრიტიკის ფონზე ჩავიდა.

მარიპოსის სასაზღვრო პუნქტის მონახულებისას  ნოემმა ტრამპის წინამორბედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა და ის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.

ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციის აღსრულების პოლიტიკა განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც იანვარში მინესოტაში ორი  მოქალაქე მოკლეს  აღსრულების სააგენტოს აგენტებმა.