05 თებ 2026
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრ სახლში ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ისრაელელ-ამერიკელი მძევლები, კიტ და ავივა სიგელები მიიღო.
ავივა სიგელი ღაზაში ჰამასის ტყვეობაში 51 დღის განმავლობაში, ხოლო მისი მეუღლე კიტ სიგელი 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მელანიას თქმით, შეხვედრა გადაღებულია და ის ასახულია მის ახალ ფილმში „მელანია“.
კიტ და ავივა სიგელებმა მელანიას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.