05 თებ 2026
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოცდილებაზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებაში.
ამის ერთ-ერთ მაგალითად მან დაასახელა საჯარო რეესტრში გონიერი კონტრაქტის დანერგვა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები, გადაიხადონ შესყიდვის ფასი და დაარეგისტრირონ საკუთრების უფლებები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება.