გახდება თუ არა კიდევ ერთი ინიციატივა საკანონმდებლო განხილვების მიზეზი - ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა

05 თებ 2026

გახდება თუ არა კიდევ ერთი ინიციატივა საკანონმდებლო განხილვების მიზეზი - ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. 

სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ კანონით განისაზღვროს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.  

2 დღის წინ უმრავლესობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მმართველი პარტიაში მოიწონეს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება და კანონი რეპრესიული იქნება.