05 თებ 2026
უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონები მესამე მოსმენით დამტკიცებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლელების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. ხვალ განათლების მინისტრი სასაუბროდ სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდება.
განხილვის საგანია სწორედ უნივერსიტეტების გაერთიანება, რაზეც პროტესტი იდეის გაჟღერებიდან დღემდე აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ნაწილში არ ცხრება.
მართავენ აქციებსაც. მმართველი გუნდის განმარტებით, ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება პროფესორ-მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესიდან ჩამოშორებას არ ნიშნავს.