რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პოზიტიური წინსვლაა

05 თებ 2026

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, განაცხადა, რომ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი და პოზიტიური წინსვლაა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენაზე, მათ შორის ეკონომიკის საკითხებში აშშ-რუსეთის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. 

უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ დაბიში გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.