უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

05 თებ 2026

უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - განაცხადა მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისივე  თქმით, თავდასხმის შედეგად ერთ რაიონში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ხოლო მეორეში დრონის ნამსხვრევები საოფისე შენობის სახურავზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

განეიტრალებული დრონის ნამსხვრევები ასევე სავაჭრო ცენტრის მახლობლად დაეცა, ახლომდებარე საბავშვო ბაღში ფანჯრები ჩაიმსხვრა. 

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური კიევში დრონებით დარტყმის შედეგების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა და 183 დრონი გაუშვა, რომელთაგან საჰაერო თავდაცვამ 156 გაანეიტრალა.