პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

05 თებ 2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. სარკინიგზო სადგურში მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პიოტრ ლუკაშევიჩი დახვდნენ.

ტუსკთან ერთად კიევში იმყოფება პოლონეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ტუსკმა და ზელენსკიმ პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.