05 თებ 2026
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მთავრობათშორის მსოფლიო სამიტზე დასრულებულია, აბუ-დაბიში ირაკლი კობახიძე რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით.
მან ისაუბრა საქართველოზე როგორც შუა დერეფნის მთავარ გამტარ ტერიტორიაზე და მის უზარმაზარ საინვესტიციო და ზოგად ეკონომიკურ პოტენციალზე.
შეეხო იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც უკვე ჩატარდა და უზრუნველყო ბოლო რამდენიმე წლის 9.2%- იანი ზრდა, რითაც საქართველო მსოფლიო ათეულშია, ამასთან ამ სამი დღის განმავლობაში პრემიერის და მთავრობის წევრების დონზე გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სადაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე საუბრობდნენ.