აჭარის ტელევიზიის შენობის მდგომარეობის საკითხი

05 თებ 2026

აჭარის ტელევიზიის შენობა, კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაშია თუმცა დროთა განმავლობაში წარმოიქმნა შენობის მედეგობასთან და მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ირაკლი კიკვაძის თქმით თანამშრომლების უსაფრთხოება და ხელშემწყობი სამუშაო გარემო მისი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად კვლევების შემდეგ ცნობილი გახდება, მოხდება თუ არა შენობის გამაგრება თუ საჭირო იქნება ახალი შენობის გამონახვა.