საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

06 თებ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

„სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.