06 თებ 2026
ინდონეზიასა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების პაქტი გაფორმდა. „როიტერის“ ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყნები ვალდებულები არიან, თუ რომელიმე ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, ერთმანეთთან კონსულტაციები გამართონ.
სააგენტოს ინფორმაციით, პაქტის სრული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს შეთანხმება იმის მანიშნებელია რომ ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის ურთიერთობა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე.