აშშ-ის სამხედრო ძალებმა ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს - დაიღუპა 2 ადამიანი

06 თებ 2026

აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

შეერთებული შტატების დაზვერვაში ადასტურებენ, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. 

უწყების ცნობით, ოპერაციის დროს ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან. 

აშშ-ის ქმედებები დაგმო გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველმა კომისარმა და ნარკოდილერების წინააღმდეგ საზღვაო თავდასხმები „მიუღებლად“ და ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევად შეაფასა.