აშშ-სა და ირანს შორის დღეს ომანში მოლაპარაკებები გაიმართება

06 თებ 2026

ირანი და აშშ ომანში დღეს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. „როიტერის“ ცნობით, პროგრესის მიღწევა რთული იქნება, რაზეც დღის წესრიგთან დაკავშირებული დავა, განსაკუთრებით თეირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმობა მიუთითებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.