06 თებ 2026
გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.