06 თებ 2026
განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. ცნობილია, რომ შეხვედრაზე, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრი გაეცნობა აკადემიური წრის მოსაზრებებს, საერთო პოზიციას შეაჯერებს, შემდეგ კი პრემიერს წარუდგენს.
მანამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა, კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ლექტორები, პროფესორები და აკადემიკოსები.