06 თებ 2026
პრემიერამდე 2 დღით ადრე ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლს აუქმებს. ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. მასშია აღნიშნულია, რომ დრამატულ თეატრში დაგეგმილი იყო სპექტაკლის „დარქ ვებ“-ის პრემიერა.
თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კატეგორიულად ემიჯნებიან თეატრის სივრცის პოლიტიზირებას.
„პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს. შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“ - აღნიშნულაი თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მაყურებელს კი შეძენილი ბილეთების საფასური უკან დაუბრუნდება.