06 თებ 2026
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის თითქოს „საეჭვო" ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება.
სააგენტოს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს კლასის გემი სამართლებრივად გამართული კონტროლით მუშაობს.
გემს გავლილი აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემოწმება, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები.
სააგენტოს ცნობით საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული სანქციების თავიდან აცილების მიზნით.