არჩევნების საერთაშორისო დღე

06 თებ 2026

არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. უსკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა.  

პარმენ ჯალაღონია მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაზე ესაუბრა, გააცნო ასევე არჩევნების ისტორია და ტექნოლოგიური სიახლეები.

შეხვედრაზე იმსჯელეს არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.

რაც შეეხება არჩევნების საერთაშორისო დღეს, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის ინიციატივით 2005 წლიდან თებერვლის პირველ კვირაში აღინიშნება.