06 თებ 2026
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში. კოსის თქმით, მშვიდობა უკრაინაში, განსაკუთრებით შეცვლის რეალობას შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი კი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამზადისი გულისხმობს თურქეთთან ძლიერი პარტნიორობისთვის მზადებას.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანკარაში ვიზიტისას მარტა კოსი დაესწრება ევროპის საინვესტიციო ბანკისა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ანკარასთვის განახლებადი ენერგიის პროექტებში 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.