“გახარია საქართველოსთვის” ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ კანდიდატურა მოხსნა

18 სექ 2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. იგი ამავე პარტიის პროპორციული სიის მე-3 ნომერია.

"იმედინიუსის“  ინფორმაციით, კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, ჩოხატაურის #62-ე საარჩევნო ოლქს წიქარაძემ 15 სექტემბერს მიმართა.