ინდოეთში უკანონოდ მოქმედ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

06 თებ 2026

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაიაში  ქვანახშირის უკანონოდ მომპოვებელ მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 მაღაროელი დაიღუპა და 1 დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება და სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩება რამდენიმე ადამიანი.

შტატის პოლიციის უფროსმა ვიკაშ კუმარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, დინამიტის გამოყენების გამო მოხდა.

„პასუხისმგებელ პირებს მკაცრი სამართლებრივი ზომები დაეკისრებათ“, - განაცხადა მეგჰალაიას მთავარმა მინისტრმა კონრად სანგმამ.