ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

06 თებ 2026

25 წლის თურქი კაცი დააკავეს ბათუმში, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის.

დაკავებული  საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.