06 თებ 2026
“ველით, რომ სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის - ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, არ არის საკითხი იმაში, ვინ ვის ჩამოართვა ხელი„ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გაესაუბრნენ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ტრამპის ადმინისტრაცია გამოასწორებს“.