06 თებ 2026
ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს.
ცნობილია, რომ შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა.
ევროპის საბჭოს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.