06 თებ 2026
„ქართული ოცნება“ „კონსტიტუციური ორგანოების არ ცნობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ, მეორე მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს დაემატება.
ცვლილების მიხედვით, პირებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას მიზანმიმართულად არ ცნობენ და ანალოგიური ქმედებებისკენ საჯაროდ სხვებსაც მოუწოდებენ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ადასტურებს, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი განსხვავებული აზრის შეზღუდვას.