განათლების მინისტრი დღეს თსუ-სა და სტუ-ს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება

06 თებ 2026

3 საათში განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრი გაეცნობა აკადემიური წრის მოსაზრებებს, საერთო პოზიციას შეაჯერებს, შემდეგ კი პრემიერს წარუდგენს.