მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმში საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებისა და არასათანადო რეკლამის განთავსების ფაქტზე, კომერციული ობიექტები დააჯარიმა

06 თებ 2026

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებისა და არასათანადო რეკლამის განთავსების ფაქტზე, კომერციული ობიექტები დააჯარიმა. 

"ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, კერძოდ ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ყველა სამართალდამრღვევის მიმართ შედგა საჯარიმო ოქმი და ადგილზე ჩაბარდა ობიექტის მეპატრონეს. 

ტროტუარზე უნებართვოდ განთავსებული სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია და მაგიდა-სკამები მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. 

რაც შეეხება სარეკლამო აბრას, წარწერა არ უნდა არღვევდეს ენობრივ ბარიერს, შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო  უცხოურ ენოვანი არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
 
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებრივი სივრცის უკანონო შეზღუდვასა და ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე ზრუნვას, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს",- აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.