აჭარა თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

06 თებ 2026

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 განხორციელდა. გამოფენაზე აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი იყო მაღალი. განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონის სამთო-სათხილამურო კურორტმა „გოდერძიმ“ მიიპყრო, სადაც ამ ეტაპზე აქტიური ზამთრის ტურისტული სეზონი მიმდინარეობს. 

საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ქვეყნის სამთხო-სათხილამურო კურორტების, ისე ქვეყანაში არსებული ტურისტული სერვისების,  მიმართულებებისა და პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით  შეხვდნენ ადგილობრივ ინფლუენსერებს,  მედიის, სარეკლამო  და ტურისტული კოპანიების წარმომადგებლებს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპატამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და 30-ზე მეტი ტურისტული კომპანიის, სასტუმროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ისრაელის გამოფენა IMTM 2026 ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელზეც წელს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა იყო წარმოდგენილი.

 

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.