საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადაზე

06 თებ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაზე საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას კაროლ ნავროცკის, ასევე ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც საქართველოს მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან.