06 თებ 2026
ბოლო ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია 39 პირი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდერ დარახველიძის თქმით, სამართალდამცავებმა შესაბამისი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს.