06 თებ 2026
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი შიიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შევიდა.
პოლიციის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ სამძიმარი გამოუცხადა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.