06 თებ 2026
მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
რუსული მედია ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელ სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ალექსეევს სახლში დაუდგენელმა პირმა რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად გენერალი დაიჭრა.
საქმე მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით აღიძრა.