ბათუმის აეროპორტში ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

18 სექ 2025

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია  4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი  ნივთიერება ამოიღეს. 

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა.