07 თებ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი შეთანხმების გაფორმებით ძალიან დაინტერესებულია. დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან კარგი მოლაპარაკებები ჰქონდათ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „არ ჩქარობს“ და ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის მკაფიო ვალდებულებას, რომ არ განავითარებს ბირთვულ იარაღს.
დოლანდ ტრამპის ამ განცხადებამდე, „Wall street Journal-“ში დაიწერა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე უარს აცხადებს.
გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა,აბას არაღჩიმ ამერიკელ კოლეგებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ თეირანი არ დაეთანხმება ურანის გამდიდრების შეწყვეტას საკუთარ ტერიტორიაზე.ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართა, ომანის შუამავლობით. ინფორმირებული წყაროების ცნობით, არცერთმა მხარემ მნიშვნელოვნად არ შეცვალა თავისი საწყისი პოზიცია