იყვნენ კონკრეტული „ენჯეოები“, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ - ირაკლი კობახიძე

07 თებ 2026

იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას.

„იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას. იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში. ეს არის კანონის გვერდის ავლის მცდელობა და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი, რომელიც არის ინიცირებული“, – განაცხადა კობახიძემ.