07 თებ 2026
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობების პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამით 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა. მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება.