07 თებ 2026
არჩევნების საერთაშორისო დღე - თარიღთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობის, სიახლეებისა და მიზნების შესახებ ესაუბრა. ახალგაზრდებს ასევე გააცნეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო აპარატების მუშაობა.