07 თებ 2026
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა ბათუმშიც. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეხვდა. ზვიად სურმანიძემ მათთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგებში საუბარი შეეხო პარლამენტის 2024 წლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების ანგარიშს. გარდა ამისა, ზვიად სურმანიძემ ყურადღება დაუთმო, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2023- 2026 წლების სტრატეგიას. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.