07 თებ 2026
ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით არაერთ ლიდერს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ასეთ ღონისძიებებზე მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა იტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მიაწოდონ.
„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები. მილანის ოლიმპიური თამაშებზე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო წარმომადგენლობითი მონაწილეობა. ძალიან ბევრი ლიდერი მონაწილეობდა ღონისძიებაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით არაერთ ლიდერს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ასევე სხვა ლიდერებს, სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს.
ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები ჩვენი პარტნიორებისთვის სწორად იყოს მიწოდებული, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია საქართველო შესახებ. ყოველთვის, როდესაც ასეთ ღონისძიებებზე ხდება მონაწილეობის მიღება, არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლა-გამოცვლის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.