პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა

07 თებ 2026

პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, ორი აეროპორტი დროებით დახურა. ინფორმაციას საგენტო „როიტერი“ ავრცელებს. პოლონეთის საჰაერო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტებმა მუშაობე დროებით შეაჩერეს, ორივე ქალაქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
უწყების ცნობით, „მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განალაგა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალები და საშუალებები. ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“