ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა მეორე დღეა პარალიზებულია

09 თებ 2026

შეფერხება ცენტრალურ გზაზე. ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა ისევ პარალიზებულია. გუშინ დილის საათებში სოფელ ბარჯაშის ტერიტორიაზე კლდის მასის ჩამოწოლის შედეგად საავტომობილო გზა სრულად ჩაიკეტა.

ადგილზე, თითქმის, 24 საათია მუშაობს სპეციალური მძიმე ტექნიკაც და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

როდის გაიხსნება გზა ჯერჯერობით უცნობია.