განათლების მინისტრმა ახლადრეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა

20 სექ 2025

საქართველოს განათლების მინისტრმა ახლადრეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა. ვანის N1, ზუგდიდის N2 და N11 საჯარო სკოლებში ჩატარებულ სამუშაოებს  გივი მიქანაძე გაეცნო . გაიმართა შეხვედრა პედაგოგებსა და მშობლებთან. სამივე საჯარო სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები, მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული ოთახი, ბიბლიოთეკა, სააქტო  და სპორტული დარბაზი.