დავა ახალ ჯიხურებზე

21 მაი 2017

2 წლის წინ ადგილი შეუცვალეს, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ კი კვლავ ძველ ადგილზე დააბრუნეს, გუშინ კი, საერთოდ აიღეს – საუბარია სუვენირების კუსტარულად დამზადებულ ჯიხურებზე, რომლებსაც მერია ახლით ჩაანაცვლებს, თუმცა, არა იმავე რაოდენობას.

გარემოვაჭრეები 50 ჯიხურის დადგმას ითხოვენ, მერია კი მათ 25-ს სთავაზობს. ამასთან, დღეს მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქმეში 4 ბიზნესმენია ჩართული, რომლებიც კანონმდებლობის გვერდის ავლით მოქმედებენ,  მათ საქმეს კი ფინანსური პოლიცია სწავლობს, რასაც საგამოძიებო უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.