მართლმადიდებლები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობენ

21 სექ 2025

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.

საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.