10 თებ 2026
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან შექმნილი უსამართლო დამოკიდებულება ახალი მმართველობის პირობებში გააზრებულია.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო დღეებში ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ დაფიქსირებული პოზიციები ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს და ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა შეიცვლება.
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო მდივანს და ვიცე-პრეზიდენტს, მილანში, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ.